ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა გორას, შუა გორას და ქვედა გორას ძველი სახელწოდება. ამჟამად გორა ეწოდება ვანის მუნიციპალიტეტის თემს, რომელიც აერთიანებს ორ სოფელს, ქვედა გორა (თემის ცენტრი) და ზედა გორა
istoria
აქ ადამიანს ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია. გორა აღნიშნულია იტალიელ მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ 1654 წელს შედგენილ რუკაზე. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ორი ციხის ნანგრევები. 1926 წლისთვის გორიას თემი შედგებოდა რვა სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8896 ადამიანს, ხოლო ფართობი 72,7 კმ2-ს. |